საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიშკოლცის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები ეკა ლეკაშვილი, რუსუდან სეთურიძე და დავით სიხარულიძე ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS PLUS-ის პროგრამის   ფარგლებში  12.05.2025-16.05.2025 პერიოდში   იმყოფებოდნენ უნგრეთში, მიშკოლცის უნივერსიტეტში. მასპინძელ უნივერსიტეტში მათ ჩაატარეს ლექციები, შეხვდნენ უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, ასევე, კონფუცის ინსტიტუტის ხელმძღვანელებს - პროფესორებს დანიელ კუტორს და ჯინგ ჰაოს.  ასევე, შეხვედრები შედგა პროფესორ კატალინა ლიპტაკთან და ქ-ნ ნოემი ჰაჯუსთან.

ამჯერად, გაცვლითი სასწავლო პროგრამების ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, მიმდინარე კვირაში,  მიშკოლცის უნივერსიტეტის პროფესორებს, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, დოქტორ ნაგი შზაბოლჩს და პროფესორ  თამაზ ბაკოს მასპინძლობს. სტუმრები შეხვდნენ თსუ ეკონომიკისა და ბიზესის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ გიორგი ღაღნიძეს და საერთშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს - თეა გერგედავას. განხილულ იქნა მხარეებს შორის სწავლება-სწავლასა და კვლევაში ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების შესაძლებლობები.

აღსანიშნავია, რომ  მიშკოლჩის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამოქმედდა 2017 წლიდან, რომელიც საფუძვლად დაედო ერაზმუს + მობილობის პროგრამას. ინტერნაციონალიზაციის კომპონენტის გაძლიერება იგეგმება როგორც სტუდენტების და პროფესორების სწავლა-სწავლების გაცვლითი პროგრამების, ასევე, დოქტორანტების თანახელმძღვანელობის, რეცენზირების, სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო საბჭოებში მონაწილების, ერთობლივი კვლევების განხორციელების და სხვა მიმართულებით. 

 

თარიღი: 20/05/2025